სტინგის საჩუქრების კოლექციას ქართველი ემიგრანტის-ლელა ქართველის ნახატი შეემატა
2026 წლის 9-დან 14 ივნისამდე, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში გასტროლებზე იმყოფებოდა სტინგი თავისი ავტობიოგრაფიული მიუზიკლით “The Last Ship” („უკანასკნელი გემი“), რომელშიც მთავარ როლსაც ასრულებდა. მასთან ერთად მონაწილეობდა სტინგის მეგობარი და კოლეგა, ცნობილი მუსიკოსი შაგიც (Shaggy). რა თქმა უნდა, მიუზიკლს უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ. ერთ – ერთმა მათგანმა სტინგს სიურპრიზი მოუწყო და საკუთარი ნახატი აჩუქა. ამ ქართველმა ემიგრანტმა – ნიუ-იორკში ქალთა კლუბის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, პოლიტოლოგმა და მხატვარმა ლელა ქართველმა, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, დიდ მუსიკოსთან შეხვედრის შემდეგ თავისი ემოციები გაგვიზიარა.
ლელა ქართველი – “მეტროპოლიტენ ოპერაში შემთხვევით მოვხვდით, ჩემმა მეგობარმა პატი რაისმა დაიჟინა წავიდეთო. გოგოებთან ერთად ვიყავით და როდესაც მივედით სტინგის მიუზიკლის ბილეთები დაგვხვდა შეღავათიან ფასებში, ზუსტად იმდენი რამდენიც ჩვენ ვიყავით. ცხადია ერთი კვირით ადრე ვიყიდეთ ბილეთები და ვიყავით სტინგთან შეხვედრის მოლოდინში.