სამხატვრო აკადემიას ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის უფროსი, ანეტ შათზმანი და სტუდენტთა მობილობების კოორდინატორი – ჯენიფერ საიმონი ეწვია
11-18 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, ერასმუს პარტნიორი – ავსტრიის, ქალაქ ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის უფროსი, ანეტ შათზმანი და სტუდენტთა მობილობების კოორდინატორი – ჯენიფერ საიმონი ეწვია.
“ზალცბურგის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ერასმუს დაფინანსებით მოიცავს, როგორს სტუდენტების სემესტრულ და აკადემიური პერსონალის გაცვლით მობილობას, ასევე თსსა-ის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ჯგუფების მიწვევას და სრულ დაფინანსებას ზალცბურგის ყოველწლიურ დიზაინის საერთაშორისო კვირეულზე, სამრეწველო დიზაინის და ავეჯის დიზაინის მიმართულებით, სადაც მონაწილეობას იღებენ დიზაინის ფაკულტეტის ყველა მიმართულების სტუდენტები.
ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა თსსა-ის რექტორთან და აკადემიის წარმომადგენლებთან, ასევე ვიზიტი დიზაინის ფაკულტეტზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და დაგეგმვა”, – ნათქვამია თსსა-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.