გიორგი არაბიძე კატალონიის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა
პიანისტი გიორგი არაბიძე კატალონიის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. ინფორმაციას თავად გიორგი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“მეგობრებო! წარჩინებით ჩავაბარე კატალონიის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში (ბარსელონა)! ![❤️]()
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უსაყვარლეს ქალბატონებს, ლედა კანკავასა და ლეილა მარუაშვილს ფასდაუდებელი შრომისთვის!
დიდი მადლობა ყველას, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის!!! “, – წერს პიანისტი გიორგი არაბიძე.