ქართულ კომპანიებს საშუალება აქვთ საიუველირო ინდუსტრიის გრანდიოზულ გამოფენაში Las Vegas couture show მიიღონ მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ საიუველირო ინდუსტრიის ერთ-ერთ გრანდიოზულ გამოფენაში Las Vegas couture show მიიღონ მონაწილეობა, რომელიც 2020 წლის 1-5 ივნისს, აშშ-ში, ქალაქ ლას-ვეგასში გაიმართება.

საერთაშორისო ღონისძიება 300-მდე მონაწილე კომპანიას და 5000-ზე მეტ ვიზიტორს აერთიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

გამოფენაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 ნოემბერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები