ქართველმა კარატისტებმა ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 16 მედალი მოიპოვეს
სპორტულ კარატეში ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – Bohemia Cup ქართველმა კარატისტებმა 16 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ანგარიშზე 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია.
შედეგები ასე განაწილდა:
ნიკოლოზ გიგაური – 2 ოქრო, 1 ბრინჯაო;
მაკა კულუხაშვილი – 1 ვერცხლი;
ნიკა თოლორდავა – 1 ოქრო, 2 ბრინჯაო;
დათა დავითური – 1 ოქრო, 1 ბრინჯაო;
ნოდარ სუპატაშვილი – 1 ოქრო, 1 ბრინჯაო;
დანიელ ჭანტურიძე – 2 ვერცხლი;
ლიკა ფირცხალავა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი.