სანდრო ბაზაძე სამხრეთ კორეის გრან-პრის ბრინჯაოს პრიზიორია
ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონმა, სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეაში გამართულ გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისთვის ეს 2026 წლის პირველი ჯილდოა.
უახლოეს მომავალში სანდრო ბაზაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ტალინის ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში და 22, 23 მაისს კაიროში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო თასისთვის საუკეთესო სპორტსმენები იასპარეზებენ.