აგრობაზარი “უნიკალური ქართული გემო” ბრუნდება

9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად, აგრობაზარი “უნიკალური ქართული გემო” ბრუნდება “ექსპო ჯორჯიაში”, მე-3 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ღონისძიების მრავალფეროვნებას ნიშური პროდუქტის მწარმოებლები უზრუნველყოფენ – უგემრიელესი და უნიკალურად ქართული პროდუქტით.

აგრობაზარზე შეძლებთ დააგემოვნოთ:

  • ყველის ქართული და ევროპული სახეობები
  • ღვინოები იმერეთიდან, კახეთიდან და აჭარიდან, მათ შორის ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი
  • თაფლი და ჯანსაღი ტკბილეული
  • ლორი, სალა და სხვა ხორცპროდუქტები
  • აფხაზური აჯიკა
  • ქართული ჩაი
  • თხილეულით დამზადებული გემრიელობები
  • ბავშვებისთვისაც სახალისო ვორქშოპებია დაგეგმილი
  • FAO-ს აგრონომები კი გაგიზიარებენ პრაქტიკულ ცოდნას ჩითილების წარმოებასა და მცენარეების მოვლაზე სახლის პირობებში.
ევროკავშირის, შვედეთისა და შვეიცარიის მხარდაჭერით, აგრობაზრის მონაწილეთა უმრავლესობას მიღებული აქვს ცოდნა სურსათის უვნებლობის, ბიზნესის მართვისა და პროდუქტის მარკეტინგის მიმართულებით, ზოგიერთმა მათგანმა კი თანამონაწილეობრივი საგრანტო მხარდაჭერის მეშვეობით შეძლო თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანადგარების შეძენა და წარმოების გაფართოება.
აგრობაზარს “უნიკალური ქართული გემო” FAO ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV-ის ფარგლებში.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან STALL • სთოლEuropean Union in Georgia და FAO Georga.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები