საქართველოს სამბოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამბოს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 20 მედლით დაასრულა
სერბეთში 18- და 23 -წლამდელებს შორის სამბოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელზედაც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 20 მედალი მოიპოვა, აქედან სამი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალია; ამ შედეგით ნაკრებმა გუნდურ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.
18-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონობა გიორგი ქაშიბაძემ (+98 კგ) და თემო გოგრიჭიანმა (-53 კგ) იზეიმეს, ვერცხლის მედლები გიორგი მებაღიშვილმა (-58 კგ), ანა გაგოშიძემ (-80 კგ) და მარიამ მწყერაშვილმა (+80 კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს სალომე ალანია (-47 კგ), სოფიო გიუნაშვილი (-50 კგ), ანანო კინწურაშვილი (-59 კგ), ვლადიმირ მაჭურიძე (-79 კგ) და ნიკოლოზ დგებუაძე (-98 კგ) დასჯერდნენ.
21-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი მარიამ სიჭინავა (-59 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები იაკობ გასიტაშვილმა (-64 კგ) და მარიამ გაბიტაშვილმა (+80 კგ), ბრინჯაოს მედლები კი თამარი სუხიაშვილმა (-50 კგ), გეგი წვერავამ (+98 კგ) და ბექა თურმანიძემ (-79 კგ) მოიპოვეს.
ჩემპიონატის ფარგლებში, ქართველმა სამბისტებმა 21-წლამდელებს შორის საბრძოლო სამბოში ისტორიაში პირველად მიიღეს მონაწილეობა, რა დროსაც ოთხი ბრინჯაოს მედალი მირზა ციხელაშვილმა (-58 კგ), ვიტო ჯაჯანიძემ (-64 კგ), ვახტანგ შუღლაძემ (-79 კგ) და ლუკა ნიქაბაძემ (-98 კგ) მოიპოვეს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.