მანუჩარ გოგოხიამ და ზურაბ მსხალაძემ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში მანუჩარ გოგოხიამ (88 კგ) ატაცში 166 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში – 192 კგ, რაც მეცხრე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში კი 358 ქულით მეოთხე პოზიცია დაიკავა.
ზურაბ მსხალაძემ (88 კგ) ატაცში 163 კგ დაძლია და მეხუთე პოზიცია დაიკავა, აკვრაში 200 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი 363 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი მედალია. ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ (60 კგ) და რამინ შამილიშვილმა (60 კგ) ატაცში ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, არჩილ მალაყმაძემ (79 კგ) კი აკვრაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.