კონსერვატორიის დიდ დარბაზში იტალიური სიმებიანი ინსტრუმენტების პრეზენტაცია და კონცერტი გაიმართება

24 აპრილს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში „საქართველოს სინფონიეტა“ იტალიური სიმებიანი ინსტრუმენტების პრეზენტაციასა და კონცერტს გამართავს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე კრემონელი ოსტატების ინსტრუმენტები, რომლებიც ორკესტრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ორკესტრის ყველა მუსიკოსი სწორედ ამ ინსტრუმენტებით შეასრულებს საკონცერტო პროგრამას. დირიჟორი იქნება ნურჰან არმანი (კანადა)
პროგრამაშია:
ა. ვივალდი – სინფონია სოლ მაჟორში, RV 146
ე. ელგარი – სერენადა სიმებიანებისთვის, თხზ. 20
ს. ნასიძე – კამერული სიმფონია №3
(შესვენება)
ვ.ა. მოცარტი – ზალცბურგის სიმფონია №3, K. 138
დ. შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია, თხზ. 110a

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები