ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტი ბოლო წამებამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ეთერ ლიპარტელიანმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ჩემპიონობაც მიამატა.
იგი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპა მოიგო.
ეთერ ლიპარტელიანმა საჩემპიონო გამარჯვება საქართველოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა – „შენს სახელზე იყო პატრიარქო!“
ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში დაინიშნა. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერცერთმა მოახერხა. მსაჯმა ჰედაიათი სამჯერ გააფრთხილა და საბოლოოდ ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.