ტამპერეს კინოფესტივალზე მარიამ ხაჭვანის ფილმმა “მემკვიდრეობითი სიჩუმე” გრან-პრი მოიპოვა
ტამპერეს კინოფესტივალზე რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმმა “მემკვიდრეობითი სიჩუმე” მთავარი პრიზი გრან-პრი მოიპოვა.
ტამპერეს კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ოსკარის კვალიფიკაციის მქონე ფესტივალია.
“ძალიან ემოციური საღამო იყო. მომწერეს, რომ პრიზს მაძლევდნენ, თუმცა არ მითხრეს რომელს, ჩართვის შემდეგ ონლაინ ცერემონიას ვადევნებდი თვალს.
სცენაზე Tampere- ს ფესტივალის დირექტორი ავიდა და გრანპრი წარადგინა. შემდეგ თქვა, რომ ფინეთში, ქართულ ღვინოსთან ერთად, საქართველოს საელჩოში აღნიშნავს ამ გამარჯვებას 🍷🍷🍷.
❤️ ამასთანავე, მომიწვია ჟიურის წევრად Tampere Film Festival-ზე 2027 წელს.
როგორც იცით, ტამპერეს კინოფესტივალი ოსკარზე კვალიფიცირებული ფესტივალია და მსოფლიოს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სამეულში შედის. სწორედ ამიტომ, რადგან ფესტივალის მთავარი პრიზი გრანპრი ავიღეთ, დღეიდან ჩვენს ფილმს აქვს უფლება, რომ ოსკარის პლატფორმაზე აიტვირთოს.
🏆 წარმატება ჩვენ!
მადლობა ჯგუფს , მიხარია რომ შრომა დაგვიფასდა. ❤️
საუდის არაბეთში Red Sea Film Festival ფილმის ჩვენების მერე დამისვეს კითხვა- რატო ვიღებ ფილმებს.
მე ვუპასუხე, რომ მხარს ვუჭერ ქალებს, რადგან როცა ქალი ბედნიერია, ქმარიც ბედნიერია, შვილიც ბედნიერია და ყველა ბედნიერია ამ სამყაროში”, – წერს მარიამ ხაჭვანი.