საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოსტოლესის ევროპის თასზე 10 მედალი მოიპოვა

ესპანეთის ქალაქ მოსტოლესში ძიუდოს ევროპის თასი გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასპარეზობა 10 მედლით და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილით დაასრულა. ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონობა გიგი გიუნაშვილმა (-73 კგ), გიორგი მუმლაძემ (-81 კგ), ირაკლი ქავთარაშვილმა (-90 კგ) და გიორგი ქარჩაიძემ (+100 კგ) იზეიმეს; ვიცე-ჩემპიონები ლუკა თევდორაძე (-90 კგ) და გიორგი ბენდელიანი (-100 კგ) გახდნენ; ბრინჯაოს მედლები კი მერაბ სამადაშვილმა (-66 კგ), ნიკოლოზ კურდღელაშვილმა (-81 კგ), შოთიკო გოჩიაშვილმა (+ 100 კგ) და თამარ გიგოლაევმა (-48 კგ) მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები