საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალბანეთის სარეიტინგო ტურნირზე ორი მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირი ჭიდაობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა.

მირიან მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე 92კგ წონითი კატეგორიის ფინალში ირანელ ამირჰოსეინ ფიროუზპოურბანდსთან დამარცხდა.

ლუკა ჩხიტუნიძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან 79კგ წონითი კატეგორიის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ამერიკელი კამერონ ამინე დაამარცხა.

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე II სარეიტინგო სერიაზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დღეიდან დაიწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები