დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტების კლინიკური პრაქტიკა ესპანეთში გრძელდება
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტების კლინიკური პრაქტიკა ესპანეთში გრძელდება.
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექცია გველის ნაკბენის და ანაფილაქსიური შოკის შემთხვევებში პაციენტების მართვაზე. პრაქტიკულ სესიებზე კი თავად იმუშავეს გულ-ფილტვის რეანიმაციაზე , ინტუბაციაზე და არითმიის მართვაზე სიმულატორების და მულაჟების გამოყენებით.
კლინიკური პრაქტიკა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები მიიღებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას უცხოელი პროფესორებისგან.