ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების სასახლე უნიკალურ ექსპოზიციას უმასპინძლებს

14 იანვარს, 18 საათზე,  ხელოვნების სასახლე,  ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უნიკალურ ექსპოზიციას მასპინძლობს – ევროპული და აზიური ნიღბები კოლექცია იქნება წარმოდგენილი.ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.
„დავით არსენიშვილის დარბაზში ქართული, ევროპული და აზიური ნიღბების შთამბეჭდავი კოლექცია იქნება წარმოდგენილი, ჯორჯ ბალანჩინის დარბაზი კი გენიალური ქართველი მენიღბის ექსპოზიციას წარმოგიდგენთ! ასე რომ, გვეწვიეთ, ეს გამოფენა აუცილებლად უნდა ნახოთ“! – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები