ავსტრიელმა სტუდენტებმა ვენაში „ქართული საღამო“ გამართეს

ავსტრიის  საშემსრულებლო ხელოვნების უნივერისტეტის სტუდენტებმა ვენაში ქართული საღამო გამართეს.

უნივერსიტეტის ხალხური და ეთნო მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები 2019 წლის ზაფხულში საქართველოს   სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ, სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურეს და ადგილობრივი ფოლკლორის თავისებურებები შეისწავლეს.

საქართველოსადმი მიძღვნილ საღამოზე სტუდენტებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს ქართული ფოლკლორის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოში მოგზაურობის დროს შეძენილ შთაბეჭდილებებს ასახავს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვენის კულტურისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, აგრეთვე, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები.

საღამოზე სიტყვით გამოვიდა ავსტრიაში საქართველოს ელჩი, დავით დონდუა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართულ მუსიკალურ ტრადიციებზე და ხაზი გაუსვა კულტურის სფეროში ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას.

ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინო და კერძები დაეგემოვნებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები