31 დეკემბერს, ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, საახალწლო კონცერტი გაიმართება

31 დეკემბერს, ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, საახალწლო კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება 21:00 საათიდან დაიწყება.

“საახალწლო ღონისძიებები მოიცავს ზღაპრის გმირების წარმოდგენებს. პატარა სტუმრებს სანტა კლაუსი დაასაჩუქრებს.

21:30 – საათზე გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის უმცროს კლასელთა გუნდი, ანსამბლი “ოქტავა”, “შვიდკაცა”, “ბორჯომი” და “ეგარი”.
00:00 საათზე – ღონისძიება საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.
შემოგვიერთდით, ერთად შევხვდეთ ახალ 2026 წელს!”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები