საქართველოს საელჩო პორტუგალიაში საქველმოქმედო ბაზრობაზე მონაწილეობდა
დიპლომატიური ბაზრობა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 14-15 ნოემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობას პორტუგალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებდნენ.
ბაზრობაზე საქართველოს საელჩო ღვინის, ტრადიციული კერძებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების სტენდით იყო წარმოდგენილი.
ბაზრობა პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო სოუზამ გახსნა. შემოსული თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.