ქართული ღვინო საფრანგეთში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim” იყო წარმოდგენლი
ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ მხარდაჭერით, საფრანგეთის ქალაქ მარსელში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 10-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს. ფესტივალზე ქართული ღვინო საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა ილია კახოიძემ წარადგინა.
ფესტივალი „Salon Savim” საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიურად ასი ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, ათასობით ღვინის პროფესიონალი, HoReCa სექტორის წარმომადგენელი და მომხმარებელი სტუმრობს. ფესტივალზე სულ წარმოდგენილი იყო 450-მდე ღვინის მწარმოებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.