2026 წელს საქართველო კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ისტორიაში პირველად, 2026 წელს საქართველო კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატი 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ხმლის, დაშნისა და რაპირის ექვს კატეგორიაში ჩატარდება.
ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება 2025 წელს იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს.