გალიპოლიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სენიორები ლიდერთა შორის არიან
იტალიის ქალაქ გალიპოლიში მიმდინარე სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 6 ტურის შემდეგ, ქართველი სენიორები კვლავ ლიდერთა შორის რჩებიან.
შეჯიბრების მიმდინარე შედეგები:
+65 ქალთა კატეგორია:
ნონა გაფრინდაშვილი — 4.5 ქულა, ინაწილებს II–IV ადგილს
+50 კატეგორია:
მიხეილ კეკელიძე — 5 ქულა, I – IV ადგილს
+65 ვაჟთა კატეგორია:
ზურაბ სტურუა — 5 ქულა, ინაწილებს II–XI ადგილებს.
ჩვენი სენიორები კვლავ შესანიშნავ ფორმაში არიან და მედლებისთვის იბრძვიან.