საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
ისტორიაში პირველად საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.
მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპორტსმენები 25 ქვეყნიდან.
გამარჯვებული სპორტსმენებისთვის განსაზღვრულია საპრიზო თანხების გადაცემა შემდეგი ოდენობით:
I ადგილი – 20 000 აშშ დოლარი;
II – 10 000 აშშ დოლარი;
III – 5 000 აშშ დოლარი.
ჩემპიონატი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.