ლადო ათანელი და თამარ ლიჩელი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის XIII საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს გახსნიან

17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის XIII საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით,  გახსნის დღე დაეთმობა კამერული მუსიკის საღამოს – „მიძღვნა“

მონაწილეობენ: ლადო ათანელი (ბარიტონი) და თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო).

პროგრამაშია: გერმანული, იტალიური და ქართული მუსიკა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო, თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები