მსოფლიო ჩემპიონატზე ნინა თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
სამხრეთ კორეაში, ქალაქ იქსანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარაფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი (Aკატეგორია) ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ნინამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს ანგარიშით 15:7 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს პარაფარიკაობის ქალთა ნაკრები ხვალ ხმალში გუნდურ შეჯიბრებაში იასპარეზებს.