„მუსიკალური ზაფხული 2025“ ზაფხულის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს

„მუსიკალური ზაფხული 2025“ თელავიდან დაიწყო და ზაფხულის განმავლობაში, მთელ საქართველოს მოიცავს. 4 მუსიკალური საღამო სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

თელავმა გალა-კონცერტს უმასპინძლა. საღამო ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მსმენელის წინაშე ქართველი შემსრულებლები წარდგნენ.

ღონისძიების რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე იყო. „მუსიკალური ზაფხული 2025“ -ის შემდეგი კონცერტები დაგეგმილია ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები