ქართველი მსახიობი კინოვარსკვლავ ენტონი ჰოპკინსთან ერთად – ფილმის პრემიერა ტალინში შედგება

ინტერნეტში გამოჩნდა ფილმ Now is Everything-ის ტრეილერი, რომელშიც მთავარი როლები კინოვარსკვლავმა ენტონი ჰოპკინსმა და ქართველმა მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ შეასრულეს. ირაკლი კვირიკაძის გარდა, ფილმში ქართველი მსახიობი ელენე მახარაშვილი თამაშობს. ფილმის პრემიერა 22 ნოემბერს ტალინში იგეგმება.

დრამაში ასევე მონაწილეობენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები. ასევე ფილმზე იმუშავა, კიდევ ერთმა ქართველმა – მხატვარმა ლაშა ზამბახიძემ. ფილმის კოსტიუმების დიზაინერია „ოსკარზე“ 12-ჯერ ნომინირებული კოლინ ეტვუდი. ფილმის რეჟისორები კი – ვალენტინა დე ამიჩისი (Valentina De Amicis) და რიკარდო ფედერიკო სპინოტი (Riccardo Spinotti) არიან.

ფილმი ახალგაზრდა ფოტოგრაფ ნიკოლასზე (Nikolas Yarna) მოგვითხრობს, რომლის როლსაც ქარველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ასრულებს. მისი ცხოვრება საიდუმლოებებითა და შიშებით არის სავსე, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცი და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები უჩვეულო სიტუაციებში ვარდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები