„შემთხვევითი სიყვარულის 5 წუთი” – ქართველი არტისტის გამოფენა დიუსელდორფში
ქართველი არტისტის, Tamara K.E-ის გამოფენა – „შემთხვევითი სიყვარულის 5 წუთი,” დიუსელდორფის Beck & Eggeling Gallery-ში გაიხსნა.
„შემთხვევითი სიყვარულის 5 წუთი” – იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციების ერთობლიობაა, რომელსაც ადამიანი შეყვარების მომენტში განიცდის. ნამუშევრებს ფსიქიკის სიღრმეში მივყავართ და იმ ტრავმებზე გვიყვება, რაც თითოეულ ადამიანს გამოუცდია.
მრავალსტრუქტურული შოუ აერთიანებს სერიას – Farewellig Junkyard და ნამუშევრებს ქაღალდზე – Smart Mascara. არტისტმა ორივე სერიაზე მუშაობა 2014 წელს ნიუ-იორკში დაიწყო.
თამარ ხუნდაძე დაიბადა 1971 წელს, თბილისში. 1991 წელს გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში. მას დამთავრებული აქვს მიუნხენისა და დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიები, 2010 წლიდან მუშაობს და ცხოვრობს ნიუ იორკში.
ხელოვანის გამოფენების მოკლე ჩამონათვალი აერთიანებს პროექტებს: „დაბადებული საქართველოში“ (ამსტერდამის CoBrA-ს მუზეუმი, ჰოლანდია), “Private/Corporate IV” (Haus Huth Berlin, გერმანია), “Unscharp” (ჰამბურგის ხელოვნების მუზეუმი, გერმანია), New Acquisitions (Van der Heydt Museum, გერმანია) და სხვა.