მარიამ შენგელია „ევროვიზია 2025“-ს გამოეთიშა

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია „ევროვიზია 2025“-ს გამოეთიშა. ქართველმა მომღერალმა კონკურსის ნახევარფინალური ეტაპი ვერ გადალახა

მარიამ შენგელია „ევროვიზიაზე“ მე-10 ნომრად წარდგა და სიმღერა სახელწოდებით Freedom შეასრულა.

„ევროვიზია 2025“-ის ფინალური ეტაპი 17 მაისს, ქალაქ ბაზელში გაიმართება, სადაც 26 ქვეყნის წარმომადგენელი იმღერებს.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში გადავიდა: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა, საბერძნეთი, ნორვეგია, ალბანეთი, შვედეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, სან-მარინო, ესტონეთი, პორტუგალია და უკრაინა, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები