New York Voices-ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა

ჯანსუღ კახიძის სახელობის X საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „გრემის“ ჯილდოს მფლობელი ჯაზ-ვოკალური კვარტეტის, New York Voices-ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, New York Voices-ი ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ქართველი მსმენელის წინაშე მეორედ წარდგა. კვარტეტის სოლისტები არიან: დერმონ მიდერი, პიტერ ელდრიჯი, კიმ ნაზარიანი და ლორენ კინჰანი. მათი რეპერტუარი აერთიანებს ჯაზის, ბრაზილიური, კლასიკური და პოპმუსიკის ნიმუშებს.

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იმართება, 2015 წელს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.  ფესტივალის პროგრამა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზეა აგებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები