ქართველი პიანისტი ვენის ერთ-ერთ უძველეს დარბაზში დაუკრავს
ქართველი პიანისტი, მარიამ ვარძელაშვილი ვენის ერთ-ერთ უძველეს საკონცერტო დარბაზში, “Die Säle des Musikvereinsgebäudes”, კონცერტს 15 ნოემბერს გამართავს.
იგი მევიოლინე ვირა ჟუკთან და ჩელოისტ ნემანია სტანკოვიჩთან ერთად, მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრებს შეასრულებს. საღამოზე დაუკრავენ შუბერტისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებს.
მარიამ ვარძელაშვილი 12 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობს. იგი ვენისა და ვერსალის კონსერვატორიების ქართველი კუსრდამთავრებულია, რომელმაც „Trio Immersio” 2016 წელს შექმნა და მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰქონდა გასტროლები.