სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია

სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა. კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან 57კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენებმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ რამდენიმე მედალი მოიპოვეს. ლევან ნახუცრიშვილმა (74კგ.) და გივი ნადარეიშვილმა (52კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ – პაატა ღვინიაშვილი (90კგ.) და მინდია ლილუაშვილი (68კგ.). ვერცხლის მედალი მოიპოვა ასევე ნინო ოძელაშვილმა (72კგ.)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები