კონსერვატორიას ესპანელი მუსიკოსი და თეორეტიკოსი პაბლო რუიბალი ეწვევა
24-28 მარტს, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კონსერვატორიას ესპანელი მუსიკოსი და თეორეტიკოსი პაბლო რუიბალი ეწვევა.
პაბლო რუიბალი 26 და 27 მარტს ჩაატარებს ლექციებს შემდეგ თემებზე:
- “Secular Music in Middle Ages in Galicia” (საერო მუსიკა შუა საუკუნეებში გალიციაში)
- “Music and Pilgrimage in Santiago de Compostela Cathedral”.(მუსიკა და პილიგრიმობა სანტიაგო დე კომპოსტელას ტაძარში)
ლექციები კონსერვატორიის მუზეუმში 15.00 სთ-ზე ჩატარდება.
პაბლო რუიბალი, ასევე, შეხვდება “Georgian Sinfonietta-ს და მასთან ითანამშრომლებს.