თსუ-ს მიერ გამოცემული უნიკალური წიგნები ლონდონის წიგნის ბაზრობაზე წარადგინეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული უნიკალური წიგნები – სახელმძღვანელოები, მხატვრული ლიტერატურა და თარგმანები ლონდონის წიგნის ბაზრობაზე  წარადგინეს.

თსუ გამომცემლობა ლონდონის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობის ხელმძღვანელმა კახაბერ რუსიძემ წარადგინა. გამომცემლობის ხელმძღვანელი შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობის ხელმძღვანელებს, ბრიტანულ გამომცემელთა ასოციაციებს, გამავრცელებლებს; უნივერსიტეტის გამოცემების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა  საქმიანი შეხვედრები და დისკუსიები.

საქართველოს ეროვნულ სტენდზე გამოიფინა მწერალთა სახლის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული და ათამდე ქართული გამომცემლობის 200-მდე წიგნი.

ლონდონის წიგნის ბაზრობა, რომელიც 1971 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ფრანკფურტის შემდეგ წიგნის ყველაზე მასშტაბურ ბაზრობად ითვლება, ტრადიციულად „ოლიმპია ლონდონში“ გაიმართა. ის 25 ათასზე მეტ გამომცემელს, წიგნის გამავრცელებელს, ლიტერატურულ აგენტსა თუ მედიის წარმომადგენელს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები