ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ლია სტურუასთვის მინიჭებული ჯილდო და სერტიფიკატი მწერალთა სახლის წარმომადგენლებს გადაეცა
ქართველმა პოეტმა ლია სტურუამ გასული წლის შემოდგომაზე Poetry Translation Center – პოეზიის თარგმნის ცენტრის ჯილდო მიიღო.
გუშინ, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდს მთარგმნელობითი ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებმაც ქართველი პოეტისთვის მინიჭებული ჯილდო და სერტიფიკატი მწერალთა სახლის წარმომადგენლებს გადასცეს.