ქართველმა აკრობატებმა ბელგიაში წარმატებით იასპარეზეს
ბელგიაში დასრულდა მსოფლიო თასი და საერთაშორისო ტურნირი „FIAC 2025“ სპორტულ აკრობატიკაში, სადაც ჩვენმა ვაჟთა ჯგუფმა გიორგი კოდალაშვილის, დუტა ღამბაშიძის, გიორგი მიქელთაძის და იოანე დავლაშერიძის შემადგენლობით პირველი ადგილი დაიკავა.
სინიორებს შორის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე და ფინალში წარმატებით იასპარეზა გოგონათა ჯგუფმა ნატალი ამირიძის, მონიკა კვირიკაშვილის და ლილე ვერულაშვილის შემადგენლობით.
ასევე, „FIAC 2025″-ში მონაწილეობდნენ:
გ/ჯ – ქრისტინე მელია, ნინო ჩქარიაული, ნინო დვალიშვილი.
გ/ჯ – ნინო ჭინჭარაული, ელენე კობახიძე, ლიკა ინწკირველი.
გ/ჯ – ეკატერინე სულაკაძე, ქრისტინე სულაკაძე ,ნატალი ღვინიანიძე.
გ/წ – ნინო მასხულია, ანა ანასტასიუ.
მწვრთნელები:
ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი ნინო ბერიანიძე და მწვრთნელები: ეკატერინე ხუბულური, მანანა ხუციშვილი, მარიამ გიგოლაშვილი და რამაზ ბუზიაშვილი.
ერთ თვეში სპორტული აკრობატიკის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება.