თეიმურაზ ლეჟავამ ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო სეიჯი ჰამადას და ტოიოჰიტო იკედას გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო – “კამური თეთრი” კაგავას პრეფექტურის გუბერნატორს, ტოიოჰიტო იკედას გადასცა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად იაპონიის რეგიონებში საქართველოს მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციას ისახავს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ამავე პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო – “მწვანე კახური” კოჩის პრეფექტურის გუბერნატორს, სეიჯი ჰამადას გადასცა.
კოჩი 28-ე, ხოლო კაგავა 29-ე პრეფექტურაა, რომელსაც პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო გადაეცა.
კაგავას პრეფექტურაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ქ. მიტოიოს მერთან, აკიში იამაშიტასთან, სადაც საუბარი შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას შეეხებოდა.