ჟაუტიკოვის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 6 მედალი მოიპოვეს

ჟაუტიკოვის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:

სანდრო ჟღენტი –  მათემატიკა, ოქროს მედალი;

ირაკლი შეროზია – მათემატიკა, ვერცხლის მედალი;

ცოტნე გიორგაძე- ფიზიკა, ვერცხლის მედალი;

ნიკოლოზ მელიქიშვილი – ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი;

საბა ფერაძე – ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.

მირზა შანიძე – მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი;

ოლიმპიადა  ყაზახეთის ქალაქ ასტანაში ჩატარდა. ტურნირი  გუნდურ და ინდივიდუალურ შეჯიბრებას ითვალისწინებდა.

წელს ოლიმპიადა ოცდამეერთედ ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის 100-მდე გუნდი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები