პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ მოჭადრაკეთა შორის ქართველი მოჭადრაკეები ლიდერობენ

პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ მოჭადრაკეთა შორის სოფიო ტერელაძე (+50), მიხეილ კეკელიძე (+50) და ზურაბ სტურუა (+65) ორიდან ორი გამარჯვებით ლიდერობენ.

ჩემპიონატის მეოთხე ქართველი მონაწილის, ნონა გაფრინდაშვილის აქტივში 1,5 ქულაა.

მესამე ტურში ჩვენ მოჭადრაკეებს საკმაოდ ძლიერ  მეტოქეებთან მოუწევთ თამაში:

♟სოფიო ტერელაძე – მარინა მაკროპულო;

♟მაშა კლინოვა  – ნონა გაფრინდაშვილი;

♟მიხეილ კეკელიძე  – ედუარდას როზენტალისი;

♟ერიკ ბოლარდი  – ზურაბ სტურუა.

#ქართულიკვირა #ჭადრაკი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები