საქართველო-უკრაინის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების მეხუთე მატჩი უკრაინის წინააღმდეგ გამართა და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა.

ანგარიში შეხვედრის პირველ ნახევარში სოლომონ კვერკველიას ავტოგოლით გაიხსნა. ანგარიში საქართველომ გიორგი მოქაუტაძის გოლით 76-ე წუთზე წუთზე გაათანაბრა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში პირველად ასპარეზობს. B1 ჯგუფში „ჯვაროსნები“ ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად იმყოფებიან. მომდევნო მატჩს ეროვნული ნაკრები 19 ნოემბერს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები