ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კანადურ სტენდზე ნათო ყიფიანის რომანის “მოგონებების ტყე” წარადგინეს

17 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კანადურ სტენდზე ქართველი ავტორის, ნათო ყიფიანის რომანის “მოგონებების ტყე” წარადგინეს.

„მოგონებების ტყე“ ნათო ყიფიანის ინგლისურად დაწერილი სადებიუტო რომანია. ეს არის ამბავი განშორებაზე, სინდისის ქენჯნაზე და ხელახლა შეხვედრაზე. ავტორი ბრწყინვალედ და ნათლად გვიხატავს მთავარი გმირის, დილანის თუ გენჯის ემოციურ ბრძოლას საკუთარ თავთან.

ნათო ყიფიანის რომანი მწერალთა სახლის დაფინანსებით კანადურმა გამომცემლობა BookLand Press-მა გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები