უკრაინის და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 1:0 დასრულდა
პოლონეთის ქალაქმა პოზნანმა B1 ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრას უმასპინძლა, ერთმანეთს საქართველოს და უკრაინის ნაკრები დაუპირისპირდა.
მატჩის დასაწყისში პოზნანის სტადიონზე განათების პრობლემა შეიქმნა და შეხვედრა დროებით შეჩერდა და რამდენიმე წუთში გაგრელდა.
35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკმა თავისი გუნდი დააწინაურა და საბოლოოდ უკრაინის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
უკრაინასა და საქართველოს ამ მატჩამდე 9 შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული. აქედან ექვსჯერ უკრაინელებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.