საქართველოს სამთო-სათავგადასავლო ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, ქალაქ სინში საერთაშორისო სამთო – სათავგადასავლო ტურიზმის კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს და ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები გააცნეს.  კონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამთო – სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას, მიღწეულ შედეგებსა და მომავალ გეგმებს.

კონფერენციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, საერთაშორისო სამთო ტურიზმის ალიანსის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ გუიჯოუს პროვინციის მთავრობის, ასევე 20-მდე ქვეყნის სამთო ტურიზმში ჩართული სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები