ნანა ძაგნიძემ საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა

ბუდაპეშტში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა.

ქალთა შორის პირველ ადგილზე ინდოეთი გავიდა – 19 ქულით, მეორე კი ყაზახეთი 18 ქულით.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა 17 ქულა დააგროვა და III-VI ადგილები გაინაწილა შემდეგი ქვეყნის  გუნდებთან ერთად: აშშ, ესპანეთი,სომხეთი და საქართველო. სამწუხაროდ, დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენები მეექვსე ადგილს დასჯერდნენ.

ვაჟთა ოლიმპიადაც ინდოელი მოჭადრაკეების სრული ჰეგემონიით დასრულდა. ინდოეთის ნაკრებმა 21 ქულა დააგროვა და მთელი 4 ქულით გაასწრო კონკურენტებს.

17-17 ქულა დააგროვეს და შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.უზბეკეთი

4.ჩინეთი

5.სერბეთი

6.სომხეთი

საქართველოს ვაჟთა ნაკრები რომელიც სასტარტო სიაში 32-ე ადგილზე  იყო განთესილი, მე-19 ადგილზე გავიდა.

ინდივიდუალურ პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები