26-27-28 ივლისს შავი ზღვისპირა კურორტი ისევ ჯაზის მსოფილო ვარსკვლავების მასპინძელი იქნება

ბათუმში Black Sea Jazz Festival-ი წელს უკვე მეჩვიდმეტედ ჩატარდება და ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულ ადგილას, ბათუმის კორტების სცენასთან ეპატიჟება.

ენერგიული მუსიკით, ფესტივალს 26 ივლისს 11 გრემის ჯილდოს მფლობელი, ფილიპ ლასიტერი გახსნის. პრინცის ნიუ ფაუერ ჯენერეიშენის უცვლელი წევრი, თერთმეტკაციან ბენდთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე დემოკრატიის მუსიკით, ქართველ მსმენელს მოხიბლავს.

ჯაზის, დრამ ენდ ბეისისა და ჯანგლის უბადლო შემსრულებელი ჯოჯო მაიერია. ვირტუოზი დრამერი ელექტრონული კვარტეტის “ნერვის” თანხლებით სცენას 27 ივლისს დაიკავებს.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის საპატიო სტუმრების სიას ჯექსონების ოჯახიც შეემატა. მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ოჯახი ჯექსონები 28 ივლისს ქართველი მელომანების წინაშე წარდგებიან. ტიტო, ჯეკი და მარლონ ჯექსონები ყველა იმ ცნობილ ჰიტს შეასრულებენ, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოუპოვათ. პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის სასცენო დებიუტი, სწორედ ძმების ჯგუფში შედგა, იქამდე, ვიდრე ვარსკვლავი საკუთარი სოლო მუსიკალური შემოქმედებით მსოფლიოს დაიპყრობდა.

მასალა მოამზადა ნინი ბიჩინაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები