ქართველმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 8 მედალი მოიპოვეს
ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოსთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა – ქართველმა ძიუდოისტებმა საერთო ჯამში 8 მედალი მოიპოვეს:
🏅 1 ოქროს
🥈 3 ვერცხლის
🥉 4 ბრინჯაოს
ალექსი დავითაშვილი (+100 კგ) – ოქრო
ელგუჯა გვასალია (-100 კგ) – ვერცხლი
ვაჟა მუმლაძე (-66 კგ) – ვერცხლი
შალვა ბექაური (+100 კგ) – ვერცხლი
ბადრი ბედიანაშვილი (-60 კგ) – ბრინჯაო
გოგიტა მენთეშაშვილი (-66 კგ) – ბრინჯაო
ვანო გიგილაშვილი (-100 კგ) – ბრინჯაო
გიორგი შინჯიკაშვილი (+100) – ბრინჯაო
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე შედგა ქართული ფინალი ალექსი დავითაშვილისა და შალვა ბექაურს შორის, რაც ალექსი დავითაშვილის გამარჯვებით დასრულდა.