ქართული დიასპორული ორგანიზაცია “ვივაჩე” საიუბილეო საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

28 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართება შვეიცარიაში არსებული, ქართული დიასპორული ორგანიზაციის “ვივაჩე”-ს დაარსებიდან 10 წლის აღსანიშნავი საიუბილეო საქველმოქმედო კონცერტი.

კონცერტზე ქართველი და შვეიცარიელი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები, სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულები, “საქართველოს სიმფონიეტა”-სთან ერთად მონაწილეობენ. საღამოს დაესწრებიან შვეიცარიის საელჩოს საპატიო სტუმრები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ეროვნული საბჭო, როგორც შვეიცარიიდან, ისე სხვადასხვა ქვეყნებიდან.

საქველმოქმედო კონცერტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართველ ბავშვებს და ახალგაზრდებს განათლებისა და მუსიკალური ნიჭის განვითარებაში.

კონცერტზე შემოწირული თანხები გადაეცემა თანაბრად ქართულ UNICEF -სა და “ვივაჩეს”, ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები