სანდრო ბაზაძე სეულის გრან-პრის ვიცეჩემპიონია

Seoul, Senior Men’s Saber Grand Prix In photo: BAZADZE Sandro GEO Photo by Eva Pavía #BizziTeam

მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სეულის გრან-პრის ვიცეჩემპიონია. ქართველმა სპორტსმენმა ფინალური ბრძოლა ეგვიპტელ ზიად ელსისთან ანგარიშით 13:15 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სანდრო ბაზაძემ სეულის გრან-პრიზე ვერცხლი ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული ზიად ელსისი, ბრინჯაოს პრიზიორები კი ამერიკელი მოფარიკავეები ფილიპ დოლეგიევიჩი და კოლინ ჰიჩკოკი გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე საქართველოს ღირსებას 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დაიცავს, მოფარიკავე ოლიმპიადაზე მესამედ იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები