თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას ორგანიზებით, თანამედროვე მხატვრების გამოფენა „გაზაფხულის აყვავება” გაიმართა

15-16 აპრილს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის დარბაზში, თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას ორგანიზებით, თანამედროვე მხატვრების გამოფენა „გაზაფხულის აყვავება” გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები საქართველოდან, ასევე, ემიგრაციაში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლები: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, ბელგიიდან და ისრაელიდან. სულ 71 ხელოვანი.

გამოფენა სახელწოდებით „გაზაფხულის აყვავება“ გამოღვიძებას, ახალი მიზნებს უკავშირდება, იბადება ახალი იდეები, ამიტომ მხატვრებმა ამ კონცეფციით, სპეციალურად გამოფენისთვის, შექმნეს საინტერესო ექსპონატები. თავისუფალი ხელოვნების სივრცე ყოველთვის ცდილობს მოტივაცია მისცეს ხელოვანებს, რომ საგანმანათლებლო კუთხით გაგრძელდეს მათი წარმოჩენა და მოღვაწეობა და სწორედ ამიტომ, გამოფენის მეორე დღეს, თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეის დამფუძნებლებმა დიანა და ნინო რევაზიშვილებმა გამოფენის მონაწილეებს ტრადიციულად საჩუქარი გაუკეთეს – მხატვრებს გადასცეს ყველა საჭირო მასალა, რითაც მათ შეასრულეს  ნახატები ნატურიდან.

„FREE ART SPACE GALLERY“ – „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა“ ხელოვანებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები ხელოვნებაში, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, განურჩევლად სქესისა, რასისა, კანის ფერისა, რელიგიისა და განსხვავებული შეხედულებებისა, ასევე სოციალური სტატუსისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები