თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 13 მედალი მოიპოვა
თბილისმა სამბოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 13 მედლით დაასრულა. სპორტსმენებმა 1 ოქროს, 5 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირზე ევროპის ჩემპიონი ავთო მუკბანიანი (64 კგ) გახდა; ვერცხლის მედლები ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), ნიკა სიდამონიძემ (98 კგ), მირზა ციხელაშვილმა (58 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58 კგ) და ლუკა წიქვაძემ (79 კგ) მოიპოვეს; ბრინჯაოს მედლებს ელენე ქებაძე (+80 კგ), მარიამ ლაფაჩიშვილი (54 კგ), ბექა ძაგანიშვილი (88კგ), გიორგი ქავთარაძე (+98 კგ), ჯაბა თურქია (71 კგ), ირაკლი ტალახაძე (64 კგ) და გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ) დაეუფლნენ.
ევროპის ჩემპიონატზე 34 ქვეყნის 300-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველომ სამბოს ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა, პირველად კონტინენტის პირველობა თბილისში 2008 წელს გაიმართა.